ხელშეკრულება

divider ხელშეკრულება

ყურადღება!  ქვემოთ მოცემულია ხელშერკულების მაგალითი  , რომელიც იდება  დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. ასევე წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას , რომელიც ავტომატურად ფორმდება თუ დამკვეთი  არ არის რეგისტირებული ჩვენს საიტზე მაგრამ სარგებლობს ჩვენი საიტის მომსახურებით.

 

 

შეთანხმება და ხელშეკრულება

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომსახურეობის სააგენტო “ Vip Promo Girls” - სა და მის წევრებს შორის ხელშეკრულება.

 

1. ორგანიზაცია „Vip Promo Girls“ -ის ვალდებულებები:

1.1 გადასცეს დამკვეთის შესახებ ნებისმერი სახის ინფორმაცია, რომელიც არ არღვევს კლიენტის კონფიდენციალურობას.

1.2 გაუწიოს შუამდგომლობა დამკვეთთან ნებისმერ  საორგანიზაციო საკითხზე.

1.3 გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურეობა.

1.4 მიაწოდოს ინფორმაცია არსებულ გრაფიკზე, სურვილებსა და მოთხოვნებზე.

1.5 დაიცვას ვიპ გოგონას კონფიდენციალურობა.

1.6 დროულად აღმოფხვრას ხარვეზები მისი არსებობის შემთხვევაში.

 

2.   ვიპ გოგოს ვალდებულებები

2.1 მიაწოდოს სწორი, უტყუარი და ზუსტი ინფრომაცია სალაპარაკო ენის, მისი ფიზიკური მონაცემების, ჰობის და სურვილების შესახებ.

2.2  მიიღოს 100%-იანი ანაზღაურება აქციის დაწყებამდე

2.3  არ გასცეს ინფრომაცია დამქირავებელ პირზე

2.4 დაიცვას ხელშეკრულების პირობები. ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. ვიპ გოგონა პასუხს აგებს არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მომსახურეობას.

2.5 ვიპ გოგონა ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მესამე პირზე (გარდა Vip Promo Girls-ის)  კომპანიის თანამშრომლებზე თუ სხვადასხვა მიზეზის გამო წარმოიშვა პრობლემა.

2.6  ვიპ გოგონას აკრძალული აქვს კომუნიკაციის უფლება კლიენტთან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე.

2.7  ვიპ გოგონა ვალდებულია, სუფრაზე დაჯდომის შემთხვევაში დაჯდეს კლიენტის მარჯვენა მხარეს.

2.8  აკრძალულია კლიენტის თანდასწრებით: თამბაქოს, ჩილიმის, ელექტრო სიგარეტის მოწევა

2.9  დაქირავების პერიოდში დაუშვებელია ვიპ გოგონამ მიიღოს ფსიქოტროპული, ნარკოტიკული ნივთიერება.

2.10 აკრძალული აქვს ფსიქოლოგიური, მორალური ზეწოლა ან თხოვნა - მოთხოვნა ფიზიკურ კონტაქტზე

2.11 ვიპ გოგონას არ აქვს უფლება შევიდეს კლიენტის ნომერში, გარდა იმ შემთხვევისა თუ კლიენტის ფიზიკური მდგომარეობა არის სიცოცხლისთვის საშიში.

2.12 ვიპ გოგონას უფლება აქვს გამოიყენოს სასტუმროს ნებისმიერი სერვისი, მათ შორის ფასიანი (დღეში არაუმეტეს 50 ლარისა)

2.13 ვიპ გოგონას აქვს უფლება მისთვის არასამუშაო საათებში სთხოვოს კლიენტისთვის გამოყოფილ მძღოლს გაყვანა სასტუმროდან მისთვის სასურველ ადგილას (მაქსიმალური მანძილი დღეში 100 კმ)

2.14 ვიპ გოგონა ავტომობილში უნდა იჯდეს კლიენტიდან მარცხენა მხარეს.

2.15 ვიპ გოგონას აკრძალული აქვს კლიენტთან ერთად სუფრაზე ყავის ან ენერგეტიკული სასმელის მირთმევა

2.16 ვიპ გოგონასთვის სამუშაო საათები განსაზღვრულია ყოველდღე 07:00 – 20:00 მდე  დროის დამატების შემთხვევაში დამქირავებელი ვიპ გოგონას უხდის დამატებით 50 ლარს ყოველ გადაცილებულ ერთ საათზე. (არაუმეტეს 300 ლარისა)

2.17 ვიპ გოგონა ვალდებულია ამცნოს VIP Promo Girls-ის თანამშრომელს, თუ მას არ აქვს გამოსასვლელი კაბა, საცურაო კოსტუმი ან კლასიკური ჩასაცმელი, აქციის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე.

3.   ანაზღაურება

3.1 დამქირავებელი ვიპ გოგონას ანაზღაურების სახით უხდის : სერვისის საფასურის  (საშემოსავლოს ჩათვლით) სადღეღამისო კვება - 50 ლარი, განთავსება სასტუროს ნომერში - ტრანსპორტი ,  მაქსიმალური დასაშვები ბარგი 25 კგ

3.2 . ვიპ გოგონა ვალდებულია გადაუხადოს სააგენტოს კონტრაქტის ღირებულების 10% კონტრაქტის ხელმოწერიდან 24 საათში.

 

4. შეთანხმებები და პირობები

4.1 საერთო პირობები ყველა წევრისთვის

4.1.1    კლიენტის დაფრენის შემდეგ გაეცნონ ერთამანეთს, არ გამოიყენონ უხამსი სიტყვები და თანხმობის მიღების გარეშე არ ჩაერიონ პირად სივრცეში.

4.1.2    კატეგორიულად აკრძალულია, ფარული ვიდეო კამერის გამოყენება, რაიმეს გადაღება ორივე მხარის სიტყვიერი შეთანხმების გარეშე.

4.1.3    მიიღონ უტყუარი ინფრომაცია საკვების ალერგენების არსებობის შემთხვევაში.

 

4.1.4    არ ისარგებლონ ნებიმსერი სასტუმრო  ან კერძო სერვისით შეთანხმების გარეშე

4.1.5    კატეგორიულად აკრძალულია ფიზიკური და მორალური ძალადობა.

4.1.6    გაუწიონ კონსულტაცია, რჩევა ნებისმერ საკითხზე, რომელიც მისაღები იქნება მოპასუხე მხარესთვის.

4.1.6   აკრძალულია სოციალურ ქსელში რაიმე სახის საერთო ფოტო-ვიდეო მასალის განთავსება ერთმანეთთთან სიტყვიერი შეთანხმების გარეშე

4.1.7 აკრძალულია სექსუალური/ფიზიკური კონტაქტი.

 

4.2 დიალოგის ფორმა - ვიპ გოგონასთან

4.2.1    დასაშვებია : ფლირტაობა, ჩახუტება, ცეკვა, შეხება (სიტყვიერი ნებართვის არსებობის შემთხვევაში)

4.2.2    დაუშვებელია : ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაწყოფა.

4.2.3    ვიპ გოგონა თანახმაა კუპალნიკით სიარულზე ბასეინთან ან ზღვის სანაპიროზე ყოფნის შემთხვევაში.

 

4.3 ვიპ გოგონას დამატებითი უფლებელი - დამქირავებელთან შეთანხმების შეთხვევაში

4.3.1 უფლება აქვთ ისარგებლონ სასტურმოს რესტორნის სრული ასორტიმენტით (სადღეღამისოს ამოწურვის შემთხვევაში აუცილებელია დამქირავებლის თანხმობა)

4.3.2     ვიპ გოგონა ვალდებულია გაუწიოს რეკომენდაცია მხოლოდ იმ ადგილებზე, რომლებიც არ არის დაკავებული ტურისტების გაცურებით, ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს

4.3.4   ვიპ გოგონასთვის დაუშვებელია დაქირავებულ პირთან  სიტყვიერი შეურაწყოფა

4.3.5 პრობლემის წარმოქნის შემთხვევაში,პრობლემა უნდა მოაგვაროს დამქირავებელთან ან მიმართოს Vip Promo Girs-ის ოპერატორს.

 

4.4   სააგენტო ვალდებულია

4.4.1 გადაამოწმოს სასტურმოს ფუნქციონირება, ჯავშნები .

4.4.2 მისცეს  ვიპ გოგონას დამქირავებლის პირად ინფრომაციაზე  წვდომა (ისეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, რომელიც არ არღვევს კლინეტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას) .

4.4.3 გაიაროს ვიპ გოგონასთვის უსაფრთხოების ყველა ნორმა შესაბამის სამსახურთან  .

4.4.4 გაუწიოს რეკომენდაცია ვიპ გოგონაზე 

 4.4.5  გააკონტროლოს  ჰონორარის მიღება ვიპ გოგონასათვის

 

      5. მოქმედი კანონმდებლობა

5.1 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

5.2 ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

 

6. მხარეთა უფლებები

6.1 შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს  დამქირავებელს , ვიპ გოგონას ან თვითონ ორგანიზაციას.

6.2  შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, წევრებთან წერილობითი შეთანხმებით.

6.3 სააგენტოს მხრიდან პირისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის  ოფიციალურ მიწოდების შეტყობინებად.